სამშენებლო ზედამხედველი

06.05.2022

 

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას  აჭარის და გურიის რეგიონში,  სამშენებლო ზედამხედველის პოზიციაზე:

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ·         უმაღლესი განათლება;

·         სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში;

·         შრომის უსაფრთხობის სტანდარტების ცოდნა;

·         საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

ძირითადი მოვალეობები:

·         სარემონტო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მართვა და კონტროლი; სამუშაო პროცესის დაგეგმვა;

·         პროექტების განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო (სარემონტო) მასალების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა და დროული  მოთხოვნა;

·         პროექტების ყოველდღიური რეპორტების, და შემდეგი დღის გეგმების ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;

·         ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

·         სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა აქტების მომზადება;    

·         სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება;

·         ახალი გადაწყვეტილებების გაზიარება ხელმძღვანელ პირებთან სამუშაოს შესრულების ტემპისა და ხარისხის მაჩვენებლების გაზრდის მიზნით;

·         შესრულებული სამუშაოების ანალიზი;

·         სამუშაოების განხორციელება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;

·         წარმოქმნილი პრობლემის მიზეზის დადგენა და შემდგომში მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

·         უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი, პოზიციასთან და ფუნქციებთან რელევანტური დამატებითი ფუნქციების შესრულება.

 

 დამატებითი უნარები:

                დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;

                გუნდური მუშაობის უნარი;

                პასუხისმგებლობის გრძნობა.
           

სამუშაო ადგილი: აჭარის და გურიის რეგიონი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                                      

                  ქ. ბათუმი,  გოგოლის შესახვევი N2, შ.პ.ს. „მედალფა“  ბათუმის კლინიკა;

                  ქ. ჩოხატაური, თბილისის ქუჩა #10 შპს „მედალფა“ ჩოხატაურის კლინიკა;

                  ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N 3.   შპს „მედალფა“ ოზურგეთის კლინიკა;

    ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.N136,  შ.პ.ს. „მედალფა“ ლანჩხუთის კლინიკა.

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

 

 

 

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  03/06/2022წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თემები

facebook