სამედიცინო წარმომადგენელი ჩოხატაურის რაიონში

18.05.2021

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას  ჩოხატაურის რაიონში მედალფა“-ს  წარმომადგენლის პოზიციაზე:

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·         უმაღლესი  განათლება მედიცინის, ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;

·         მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·         საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·         სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

·         პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

·         ჩოხატაურის რაიონის სხვადასხვა კლინიკის ექიმ-სპეციალისტებ და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება „მედალფა“-ს ჩოხატაურის კლინიკის სამედიცინო სერვისების, მაღალტექნოლოგიური აპარატურის, სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის და სპეციალისტების მაღალი კომპეტენციის შესახებ

·         ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მოპოვება და მიწოდება სამედიცინო ბაზარზე არსებული ცვლილებების, კონკურენტი სამედიცინო დაწესებულებების და მათი სამედიცინო სერვისების ფასების შესახებ

·         მონაწილეობის მიღება ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში

·         კომპანიის იმიჯზე ზრუნვა

 

სამუშაო ადგილი: დაბა ჩოხატაური

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ

 დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                                      ქ. ლანჩხუთი, თბილისის #10,  შ.პ.ს. „მედალფა“ ჩოხატაურის კლინიკა

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა: 15/08/2021წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

 

თემები

facebook