სამედიცინო აპარატურის ინჟინერი

13.02.2023
შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინერის პოზიციაზე გურიის რეგიონში  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი  განათლება (სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი) 
  • მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მედალფას  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის  კლინიკების სამედიცინო აპარატურის ხარისხიან ექსპლუატაციაზე ზრუნვა 
  • მედალფას  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის კლინიკების სამედიცინო აპარატურის გეგმიური და საექსპლუატაციო სამუშაოების დაგეგმვა 
  • მედალფას  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის კლინიკების სამედიცინო აპარატურის დაინსტალირება/დახმარება/პროგრამის განახლება 
  • სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულება 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 11სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე: 
ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N3, შპს „მედალფა“ ოზურგეთის კლინიკა 
ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. N136, შპს „მედალფა“ ლანჩხუთის კლინიკა 
დ. ჩოხატაური, თბილისის ქ. N10, შპს „მედალფა“ ჩოხატაურის კლინიკა 
 
(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს). 

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  02/03/2023წ.  
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

თემები

facebook