მარკეტინგის მენეჯერი - თბილისი

12.10.2022

 


შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერიპოზიციაზე

პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი

სამუშო გრაფიკიორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00 სთ

კვალიფიკაცია, მოთხოვნები:

·      უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;

·      მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილაბა მარკეტინგის, მათ შორის ციფრული მარკეტინგის კუთხით;

·      ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·      საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·      პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძანობა, კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდურად მუშაობის უნარი.     

ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

·      მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა;

·      სარეკლამო მასალების, ვებსაიტების შინაარსის, რეკლამებისა და სხვა მარკეტინგთან დაკავშირებული პროექტების მართვა;

·      კომპანიის ვებ-საიტისა და სოციალური ქსელების მართვა;

·      კომპანიის სხვადასხვა  ღონისძიების დაგეგმაშ მონაწილეობა;

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:

ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“

http://www.medalpha.ge/

(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  04/11/2022წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

თემები

facebook