კლინიკური მენეჯერი ბათუმის კლინიკაში

10.03.2021

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის კლინიკაში

 

პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს ბათუმის კლინიკა

სამუშო გრაფიკიორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30სთ-17:00 სთ

 

კვალიფიკაცია, მოთხოვნები:

·         უმაღლესი სამედიცინო განათლება; 

·         კლინიკური მუშაობის  გამოცდილება;

·         სამედიცინო დაწესებულებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·         კლინიკური მენეჯერის სერტიფიკატი;

·         საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

·         პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

·         კლინიკური საქმიანობის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად;

·         სამედიცინო დოკუმენტაციის ჯეროვნად წარმოების კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად;

·         მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული სამედიცინო ერთეულების კონტროლი

·         ექიმების პაციენტებთან ურთიერთობის, კოლეგიალური ეთიკის, დისციპლინარული საკითხებისა და პერსონალის მიერ შინაგანაწესის ზუსტი შესრულების კონტროლი;

·         კლინიკის კვალიფიციური  კადრებით  დაკომპლექტებაში  მონაწილეობის  მიღება;

 

 

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                                                  ქ. ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2, შ.პ.ს. „მედალფა“-ს ბათუმის კლინიკა                                                                                                                                                                                                               http://www.medalpha.ge/

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  24/06/2021წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

 

თემები

facebook