იურისტი სათავო ოფისში

03.05.2022

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას იურისტის  თანამდებობაზე  (სრულ სამუშაო განაკვეთზე)

 პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი

სამუშო გრაფიკიორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00 სთ

 

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

·         უმაღლესი იურიდიული განათლება.

·         იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;(სასურველია კლინიკურ სექტორში მუშაობის  გამოცდილება)

·         ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;

·         ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი; სერიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

·         ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

·         საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;

·         პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

 

მოვალეობები:

·         ორგანიზაციის სამიანობის კანონიერებისა და მისი სამართლებლივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

·         ორგანიზაციის სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება ან/და სამართლებლივი ექსპერტიზის ჩატარება, მათი ვიზირება და საჭიროებისას მათ შექმნაში მონაწილეობის მიღება;

·         ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებლივი დასკვნების მომზადება;

·         სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება;

·         სამართლებრივი საკთხების განხილვისას ორგანიზაციის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოში;

·         ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობის მიღება.

·         ორგანიზაციის თანამშრომელთა დისციპლინარული და მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ სამართლებრილი დოკუმენტაციის/დასკვნის მომზადება;

·         ორგანზიაციისადმი არსებული დავალიანების გამოვლენასა და ამოღებაში მონაწილეობის მიღება;

·         წერილობითი კორესპოდენციის მომზადება;

·         საკანონმდელო სიახლეების ანალიზი, კონტროლი და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

·         სამეწარმეო და საჯარო რეესტრში კომპანიის წარმომადგენლობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

·         სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა ხელშეკრულების გაფორმების კუთხით;

·         პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა და პერსონალურ მონაცეთა დამუშავებასა და დაცვაზე პასუხიმგებლობა.

 

 

 დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                                                       ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“                                                                                                                                                                                                               http://www.medalpha.ge/

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

 

 

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  23/05/2022წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 



 

 

 

თემები

facebook