ექთანი კასპის კლინიკაში

14.12.2020

 

შ.პ.ს.  „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი  აცხადებს ვაკანსიას ექთნის  პოზიციაზე ქ. კასპში

 

პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს კასპის კლინიკა

სამუშო გრაფიკი24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ ან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30სთ-დან 17:00სთ-მდე

 სავალდებულო მოთხოვნები:

-  ექთნის კვალიფიკაცია ან უმაღლესი  სამედიცინო განათლება

-  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა)

-  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია)

პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა,  დაკვირვებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

 ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით;

მონიტორინგი პაციენტის მოვლის ყველა ასპექტზე ექიმის დანიშნულებით;

საექთნო დოკუმენტწარმოება.

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:  

ქ. კასპი, სააკაძის ქ. N27ბ,  შ.პ.ს. „მედალფა“-ს კასპის კლინიკა                                                                                                                                                                                                         http://www.medalpha.ge/

 განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  09/11/2021

 * წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით

 

თემები

facebook