ბავშვთა ნევროლოგი მახინჯაურის კლინიკაში

19.05.2021

შ.პ.ს.  „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი ბავშვთა ნევროლოგის პოზიციაზე                          ქ. ბათუმში

 სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი (მახინჯაური) თამარ მეფის მესამე შესახვევი #17, შ.პ.ს.  „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“

 კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

 ·   სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;

·   აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

·   საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:  

ქ. ბათუმი, (მახინჯაური) თამარ მეფის მესამე შესახვევი #17, შ.პ.ს.  „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“                                                                                                                                                                                                            http://www.medalpha.ge/

 განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  05/06/2021

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

თემები

facebook