ოზურგეთის კლინიკა

ოზურგეთის კლინიკა

მის.: ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N 3

ტელ.: +995 32 2 640 011

ოზურგეთის   „მედალფას’’  კლინიკა გაიხსნა 2011 წლის ნოემბერში.

კლინიკა განკუთვნილია   58 საწოლზე.

2019 წლის მონაცემებით  ყოველთვიურად ხდება:

300–მდე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

3 000 ბენეფიციარის გეგმიური ამბულატორული მომსახურება.

1 200 პაციენტის გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება.

 კლინიკა ითვლება სადაზღვევო კომპანიების: „ალფა“, “IGG”, “GBG”, “ევროინსი“, „პსპ“, „არდი“, ‘’იმედი–L”, “ჯიპიაი ‘’  პროვაიდერ კლინიკად. 

ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკა ემსახურება  33 286  საყოველთაო დაზღვევის  ბენეფიციარს.

კლინიკა  მრავალპროფილურია .

ამბულატორული დეპარტამენტი  წარმოდგენილია მაღალპროფესიული  ოჯახის ექიმებით. კლინიკაში შესაძლებელია: პედიატრის, თერაპევტის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის , ოფთალმოლოგის , ენდოკრინოლოგის, ქირურგის,ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგების,  ონკოლოგის, დერმატოლოგის, ალერგოლოგის, რევმატოლოგის, ანგიოლოგის, უროლოგის    კონსულტაციის მიღება .

 ჩაიტაროთ  გეგმიური ან საყოველთაო იმუნიზაცია, მიიღოთ  ანტირაბიული და ანტიტეტანური  სერვისი.

კლინიკაში ფუნქციონირებს  ფტიზიატრიული  და ფსიქო–ნევროლოგიური კაბინეტები, რომლებიც ჩართულია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში.

კლინიკაში ონკოლოგიური  პაციენტებისთვის  შესაძლებელია ჰორმონო და ქიმიოპროცედურის  ჩატარება.

ენდოსკოპიურ კაბინეტში შესაძლებელია გასტროფიბროსკოპიული  და კოლონოსკოპიური კვლევების ჩატარება.

გაიხსნა ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტი, რომლიც აღჭურვილია ჰოლტერის აპარატით, იგეგმება ტრედმილის აპარატის დადგმა .

ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში ფუნქციონირებს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა და ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის  სტატუსის მინიჭება.

კლინიკას აქვს უახლოესი ტექნოლოგიური სერვისით აღჭურვილი  ლაბორატორია. 

ამბულატორულ და  ჰოსპიტალურ სექტორს  აძლიერებს :

ულტრაბგერითი  კვლევის აპარატი Philips Affinity 70 -  შესაძლებლობას იძლევა შინაგანი ორგანოების, სისხლძარღვების,  კარდიოლოგიური, სარძევე ჯირკვლის, საყრდენ–მამოძრავებელი სიტემის, სამეანო–გინეკოლოგიური 3D  და  4D  რეჟიმით  კვლევების(მათ შორის ნაყოფის ექოსკოპიური კვლევის, ადრეულ სტადიაზე განვითარებული ანომალიების და სიმახინჯეების გამოვლენის). აპარტს აქვს ელასტოგრაფიის ფუნქცია.

Hitachi-ს  უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფი მთელი სხეულის სკანირების შესაძლებლობას იძლევა  მინიმალური დოზირებით და მაღალი ხარისხის გამოსახულებით. ხდება თავის ტვინის, გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს  ორგანოთა კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და კონტრასტის გარეშე. ასევე შესაძლებელია ხერხემლის, სისხლძარღვების,  აორტის და ფილტვის არტერიის, რბილი ქსოვილების კომპიუტერული ტომოგრაფია.

რენტგენოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია Shimadzu FLEXAVISION ციფრული აპარატით.

გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება 24 საათის განმავლობაში. მიმღებ განყოფილებაში ფუნქციონირებს  შოკის დარბაზი .

ჰოსპიტალური  სამსახური  წარმოდგენილია  რეანიმაცია–ანესთეზიოლოგიური, ინტენსიური, ქირურგია–ტრავმატოლოგიური, სამეანო-გინეკოლოგიური, თერაპიული, კარდიოლოგიური, პედიატრიული, ინფექციური, ტრანსფუზიოლოგიური  განყოფილებებით.

კლინიკაში ტარდება:

ფიზიოლოგიური  მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

გინეკოლოგიური ოპერაციები.

შესაძლებელია პაპ/ტესტის ჩატარება და კოლპოსკოპია.

ოფთალმოლოგიური  და  ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები.

ქირურგიული და  ტრავმატოლოგიური ოპერაციები.

ენდოკრინული  და  მამოლოგიური ოპერაციები

ბავშვთა  ქირურგიული ოპერაციები .

 

იგეგმება ლაპარასკოპიული ოპერაციები.

დირექტორი:

დავით მდინარაძე


დირექტორის მოადგილე:

თინათინ მეგრელაძე


კლინიკური მენეჯერი:

ქეთევან ღლონტი


რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის სამსახურის კოორდინატორი:

ლევან გოგუაძე


 

სტაციონარული დეპარტამენტის კოორდინატორი:

ლეონიდე თოიძე

 

ამბულატორიული სამსახურის კოორდინატორი:

მანანა კოპლატაძე


პედიატრიული სამსახურის კოორდინატორი:

მარიკა ზარნაძე


ლაბორატორიის სამსახურის კოორდინატორი:

თეონა დონაძე

 

 

კლინიკები