კასპის სამედიცინო ცენტრი
მის.: ქ. კასპი, სააკაძის ქ. N 27ბ
ტელ.: +995 32 2640 011
შპს ,,მედალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 2011 წლის 1 ოქტომბერს. სტაციონარი გათვლილია 27 საწოლზე, სადაც ფუნქციონირებს ზოგად-ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, თერაპიული, პედიატრიული, ანესთეზიოლოგიურ-რეანიმატოლოგიური, ოტო-რინო-ლარინგოლოგიური და ოფთალმოლოგიური სამსახურები.

არსებული უახლესი აპარატურა უზრუნველყოფს დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკას და პრევენციას. ცენტრში დასაქმებულია როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული სამედიცინო პერსონალი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პაციენტებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მოწოდებაზე და მათი კმაყოფილების ამაღლებაზე. აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ლაბორატორია, სადაც კასპის მოსახლეობას შეუძლია ქალაქიდან გაუსვლელად ჩაიტაროს გამოკვლევების სრული სპექტრი.
|
კლინიკის დირექტორი:
ირინე ჯელია
|
|
კლინიკური მენეჯერი:
მამუკა კორინთელი
კრიტიკული მედიცინის სამსახურის კოორდინატორი:
გიორგი ბენიძე
ანესთეზიის სამსახურის კოორდინატორი:
მარინე მარიამიძე
ტრავმატოლოგიური სამსახურის კოორდინატორი:
გიორგი გოგრიჭიანი
ამბულატორული სამსახურის კოორდინატორი:
მაია დარახველიძე
პედიატირული სამსახურის კოორდინატორი:
ფანიცა ჟორჟიკაშვილი
ლაბორატორიული სამსახურის კოორდინატორი:
გულნაზი მერებაშვილი
|