სრული სამეანო-გინეკოლოგიური სერვისი

05.08.2020

 "მედალფას" კლინიკები სრულ სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს გთავაზობთ.

 ორსულობის პერიოდში დაგეგმეთ სპეციალისტთან კონსულტაციები, მუცლადმყოფი ნაყოფის კარდიოექოსკოპია, ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა ტიპის კვლევა რომელიც უზრუნველჰყოფს ორსულობის უსაფრთხო წარმართვას;
 ჩვენთან ყველა ახალშობილს უფასოდ უტარდება კონსულტაცია ნეონატოლოგთან; სმენის, ფენილკეტონურიის, გულის თანდაყოლილი მანკის, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზისა და მუკოვისციდოზის სკრინინგი; B ჰეპატიტისა და ბცჟ ვაქცინაცია.

 უზრუნველყოფილია პირველადი მოხმარების ნივთებით - საწოვარათი, ბოდეებით და ჰიგიენური მოხმარების საგნებით; ინტენსიურად ხორციელდება ძუძუთი კვების ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ, დედას უტარდება მკერდის მასაჟი;

 "მედალფას" კლინიკებისგან ახალშობილებს საჩუქრად გადაეცემათ ბავშვთა ჰიგიენური საფენები, სველი ხელსახოცები, შამპუნი, ახალშობილის ზეთი, პუდრი და სიწითლის საწინააღმდეგო საცხი.

 იზრუნეთ თქვენსა და თქვენი ახალშობილის ჯანმრთელობაზე პროფესიონალ მეან-გინეკოლოგებთან ერთად კასპში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში - 0322640011
 კლინიკა "მედალფა" ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა.

თემები

facebook