სინჯების ამღები პუნქტები COVID-19 ტესტირებისთვის

11.12.2020
ჰოსპიტალური ქსელი "მედალფა" კიდევ უფრო აქტიურად ერთვება COVID19-ის მართვის პროცესში.
 ჩვენს კლინიკებში (ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და კასპში) უკვე მოეწყო სახელმწიფოს დაფინანსებით განსაზღვრული ტესტის ამღები პუნქტები - თუ გაქვთ კორონავირუსის სიმპტომები და გქონდათ კონტაქტი კოვიდ დადასტურებულ პირთან, ტესტის გაკეთება შეგიძლიათ ოჯახის ან სოფლის ექიმის მიმართვის საფუძველზე.
 ასევე, "მედალფას" ოზურგეთის კლინიკაში დაიწყო ფუნქციონირება ონლაინ კლინიკამ, რომლის ექიმებიც 24 საათის განმავლობაში სატელეფონო კონსულტაციას უწევენ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს ონლაინ კლინიკასთან დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ 112–ის ცხელ ხაზზე და მათ მიერ მოხდება პაციენტის საკონტაქტო მონაცემების მოწოდება ჩვენი ონლაინ კლინიკისთვის, დაგიკავშირდებათ ჩვენი ექიმი, მიიღებთ მისგან პროფესიონალურ რჩევას და ონლაინ მიმართვას შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კველევებზე).
 უახლოეს მომავალში ონლაინ კლინიკა ამოქმედდება "მედალფას" ყველა კლინიკაში.
 გისურვებთ ჯანმრთელობას!
 0322640011

თემები

facebook