პრეზენტაცია „მედალფას“ ბათუმის კლინიკაში

19.09.2019

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, "მედალფას" ბათუმის კლინიკის ექიმებმა შეხვედრა გამართეს კოლეგებთან. შეხვედრის თემა იყო კლინიკაში დანერგილი კვლევის მეთოდები და მათი როლი დაავადებათა დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში.

შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში ჩაიარა, კოლეგებმა ბევრ პრობლემატურ საკითხზე ისაუბრეს და ერთმანეთს აზრი გაუზიარეს. როგორც ბატონმა ლევან ანთაძემ - "მედალფას" აჭარა-გურიის რეგიონალურმა დირექტორმა აღნიშნა დასასრულს, ამ ტიპის შეხვედრებს "მედალფას" ბათუმის კლინიკაში პერიოდული ხასიათი ექნება.

ულტრაბგერითი კვლევის როლი მედიცინაში და კლინიკური შემთხვევები - მომხსენებელი: ინგა კეკელიძე, კლინიკის ექოსკოპისტი.

ენდოსკოპიური სამსახურის შესაძლებლობები ჩვენს კლინიკაში - მომხსენებელი რაულ ბოლქვაძე, ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი.

“Hitachi Supria 16” „მედალფას“ კლინიკებში - მომხსენებელი ზურაბ თავდგირიძე, რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.

 

თემები

facebook