მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის, პროფესიონალი ექიმების და ექთნების ჯგუფით დაკომპლექტებულ, ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილებას, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი - რამინ ზერებცოვი უხელმძღვანელებს.
ბატონი რამინი წლებია, სხვადასხვა კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
„მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში ანესთეზიოლოგიური მომსახურება ხდება უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში, რაც თავისთავად გულისხმობს ისეთ თანამედროვე აპარატურას, როგორიცაა ბოლო თაობის სანარკოზე აპარატები, სრული ინვაზიური მონიტორინგი.
ოპერაციის მსვლელობისას ლაბორატორიული უზრუნველყოფა;
მაღალი ხარისხის და ძვირადღირებული პრეპარატების გამოყენება ანესთეზიაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტების პოსტოპერაციული მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელიც ასევე დაკომპლექტებულია პროფესიონალი მაღალკვალიფიციური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგების და ექთნების გუნდით.
შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
როდესაც ირჩევთ "მედალფას" - თქვენ ირჩევთ უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიან მომსახურებას.
"მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
0322 640 011
ნინოშვილის #3