ოფთალმოლოგთან კონსულტაცია და მხედველობის შემოწმება მცირე ასაკიდან არის რეკომენდებული სხვადასხვა მდგომარეობის გართულებების პრევენციისთვის.
"მედალფას" კლინიკები გთავაზობთ სრულ ოფთალმოლოგიურ სერვისს უახლესი მოდელის აპარატურითა და მაღალკვალიფიციური პერსონალის ჩართულობით. ასევე, გურიის კლინიკის პაციენტებს ყოველთვიურად ვთავაზობთ ავერსის კლინიკაში მოღვაწე ოფთალმოქირურგის - კახა თავართქილაძის უფასო კონსულტაციებს.
საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე იგეგმება და ტარდება ოპერაციები.
თებერვლის თვეში ჩოხატაურის კლინიკაში 14 წარმატებელი ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩატარდა.
კლინიკა "მედალფა" ჩართულია საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა.
ვიზიტის დასაგეგმად, დაუკავშირდით სასურველ კლინიკას ცხელი ხაზის მეშვეობით - 0322640011