კომპიუტერული ტომოგრაფია ბავშვებისთვის ანესთეზიით

14.06.2021
სიახლე "მედალფას" ბათუმის კლინიკაში - ჩვენთან უკვე შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება ანესთეზიით.
 კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების დროს ანესთეზიის გამოყენება სასურველია:
- მცირე ასაკის ბავშვებისთვის;
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის;
- კლაუსტროფობიის მქონე პირებისთვის;
- და იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ სხეულის მშვიდი პოზიციის შენარჩუნებას.
 ინტრავენური ანესთეზია გამოიყენება მცირე მასშტაბის მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს და უსაფრთხოა ორგანიზმისთვის.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სამედიცინო მომსახურების მიღება შეგიძლიათ თანადაფინანსებით.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 0322640011

თემები

facebook