ბათუმის "მედალფა" COVID-19-ის მართვაში ჩაერთო

28.03.2020
დღეიდან ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ Covid19-ის მართვაში მედალფას ბონის კლინიკა ერთვება.
სამედიცინო დაწესებულების მზადყოფნას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად გაეცნენ. ექსპერტებმა კლინიკის მზადყოფნა დადებითად შეაფასეს.
მედალფას ბონის კლინიკა ერთდროულად 54 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.

თემები

facebook