"მედალფას" ბათუმის კლინიკა პანდემიის საწყისი პერიოდიდან აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში.
ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმის კლინიკაში 500-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს დაუღალავი შრომისთვის და ყველაზე აღმატებული
და კეთილი საქმის - პაციენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის მისიის ასე ღირსეულად შესრულებისთვის;
ჩვენს პაციენტებს კი მადლობას ვუხდით - მადლიერების გამოხატვისთვის და ჩვენი შრომის დაფასებისთვის.
ყველა პაციენტს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს!