ანტიმიკრობული რეზისტენტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება

10.10.2019

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემას. სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, ავერსისა და ევექსის მხარდაჭერით დაიგეგმა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა პრობლემები, რომელიც თან ახლავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას - რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციების გახანგრძლივებული მიმდინარეობა და სტაციონარში დაყოვნების დროის გაზრდა, მკურნალობის ხარჯის მატება, ლეტალობის მაღალი რისკი. შეხვედრის ფარგლებში დაისახა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია, რაც მოიცავს: ანტიმიკრობული საშუალებების მოხმარებაზე ზედამხედველობას, ინფექციების კონტროლისა და პრევენციის გაძლიერებას, მოსახლეობის განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას.

სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიის ბრიტანული საზოგადოების პრეზიდენტი, გლობალური ანტიმიკრობული ზედამხვედველობის პროგრამის დირექტორი პროფ. დილიპ ნათვანი; ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროექტის ნაციონალური კონსულტანტი საქართველოდან ქ-ნი ლია სანოძე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" კლინიკათა ხელმძღვანელებმა და ქსელის ტოპმენეჯმენტმა.

 

თემები

facebook