24-საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი

27.07.2020

ოზურგეთის კლინიკაში შეგიძლიათ არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრამის 24 საათიანი (ჰოლტერის) მონიტორინგის ჩატარება.
 თუ გაწუხებთ გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სხვა სიმპტომები, რაც შეიძლება, რომ დაკავშირებული იყოს გულის დაავადებებთან - არ გადადოთ გამოკვლევების ჩატარება!

 ჰოლტერის მონიტორირება გულისხმობს ელექტროკარდიოგრამის უწყვეტ ჩაწერას 24 საათის განმავლობაში.
 ამ მეთოდით შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა, კორონარული არტერიების დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ორსულთა ჰიპერტენზია და სხვა.

 ჰოლტერის მონიტორირება წარმოებს ჩვეული, ყოველდღიური აქტივობის ფონზე და არის სრულიად უმტკივნეულო.
 ფასი - 50 ლარი.

თემები

facebook