24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.
მსოფლიოში ამ დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე ადამიანი კვდება.
ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკრობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს.
"მედალფას" კასპის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის კლინიკებში ფუნქციონირებს ტუბერკულოზის მკურნალობის უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაავადებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ამ პროგრამის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://bit.ly/396Wuyq