როდის არის გამართლებული ანტიბიოტიკების დანიშვნა და რა უკუჩვენებები აქვთ მათ

 

ანტიბიოტიკების გონივრულად გამოყენება მნიშვნელოვანია. ამ ბლოგში შეგიძლიათ გაეცნოთ ძირითად ინფორმაციას ანტიბიოტიკების შესახებ, რათა შეძლოთ მათი სწორად გამოყენება, საკუთარი თავის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობისგან დაცვა  ,რომელსაც არამიზანმიმართულად დანიშნული  ანტიბიოტიკები იწვევს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა საგანგაშოდ მატულობს მთელ მსოფლიოში, რეზისტენტობის ახალი მექანიზმები გლობალურად ვლინდება და ინფექციური დაავადებების მკურნალობას უქმნის საფრთხეს. სულ უფრო რთულდება და ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება ინფექციების (პნევმონია, ტუბერკულოზი, სეფსისი, გონორეა და სხვა) მკურნალობა ანტიბიოტიკების ეფექტურობის კლების გამო.

საქართველო, რუსეთის კვალდაკვალ, ერთერთი მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ხდება. რეზისტენტობის განვითარებისა და გავრცელების მხრივ მდგომარეობა უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, სადაც ანტიბიოტიკების შეძენა ურეცეპტოდ ხდება და/ან ხშირია ჯანდაცვის მუშაკების მიერ ანტიობიოტიკების ზედმეტად დანიშვნა და მოსახლეობის მიერ ანტიბიოტიკების ჭარბი მოხმარება.

 

·         პრეპარატებისა და წამლების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ანტიბაქტერიული საშუალებების სამიზნე  არის არა ჩვენი ორგანიზმის ქსოვილი, არამედ უცხო ბაქტერიის უჯრედებ, რომლებიც დროებით იმყოფებიან ჩვენს ორგანიზმში;

·         რეზისტენტობა ცოცხალ სისტემებთან მათი ურთიერთქმედების გამო, ბაქტერიები საუცხოოდ სწავლობენ როგორ აღუდგნენ წინ ჩვენს იარაღს, აქვეითებენ ნებისმიერი ანტიბიოტიკის აქტივობას დროთა განმავლობაში ასეთი რამ არცერთი სხვა ჯგუფის პრეპარატებთან არ შეინიშნება და ამის აღკვეთა შეუძლებელია

 

ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიისგან გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორებიცაა:

·         სტრეპტოკოკული ფარინგიტი

·         ყივანახველა

·         საშარდე გზების ინფექცია

ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ისეთ ვირუსებზე, რომლებიც იწვევს:

·         გაციებასა და სურდოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხვირიდან გამონადენი სქელი და ყვითელი ან მწვანე შეფერილობისაა

·         ყელის ტკივილის  უმეტესობას (გარდა სტრეპტოკოკული ფარინგიტისა)

·         გრიპს

 

ანტიბიოტიკები არ არის საჭირო ზოგიერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექციების დროსაც, რომელთა შორისაც არის:

·         სინუსური ინფექციები

·         ყურის ზოგიერთი ინფექცია

თუ გაქვთ გამოუყენებელი წამლები, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომ ანტიბიოტიკი მკურნალობის საუკეთესო გზაა თქვენს შემთხვევაში:

·         შეასრულეთ ზედმიწევნით ექიმის დანიშნულება

·         არ გაუნაწილოთ ანტიბიოტიკები სხვას.

·         არ შეინახოთ მორჩენილი წამლები.

·         არ მიიღოთ სხვისთვის გამოწერილი ანტიბიოტიკები. ამან შეიძლება თქვენი მკურნალობა შეაფერხოს და თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდეს გვერდითი ეფექტების გამო.

გაესაუბრეთ ექიმს, თუ განვითარდა  ალერგიული რეაქცია, ან გვერდითი ეფექტები ანტიბიოტიკების მიღებისას.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს უწევთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ვიზიტი, სწორედ ანტიბიოტიკების მიმართ განვითარებული უარყოფითი რეაქციაა.

 

გვერდითი ეფექტები ვარირებს მსუბუქი ფორმიდან ჯანმრთელობის რთულ პრობლემებამდე და შეიძლება მოიცავდეს:

·         გამონაყარს/კანის დაზიანებას

·         ღებინებას, ღებინების შეგრძნებას

·         დიარეას

·         სოკოვან ინფექციას

უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

·         C. clostridium difficile -სთან დაკავშირებული ინფექცია, რომელიც იწვევს დიარეას, მსხვილი ნაწლავის დაზიანებას, სიკვდილს.

·         ძლიერ და სიცოცხლისთვის საშიშ  ალერგიულ რეაქციებს

·         ანტიბიოტიკ-რეზისტენტულ ინფექციებს

თუმცა, თუ თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ანტიბიოტიკები, მათგან მიღებული სარგებელი გადაწონის გვერდითი ეფექტებისა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის რისკებს.

ანტიბიოტიკები ყოველთვის არ არის გამოსავალი. ზოგჯერ, საუკეთესო მკურნალობა შეიძლება იყოს ურეცეპტო წამლები.

გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები, ავადობის თავიდან ასაცილებლად:

·         დაიბანეთ ხელები.

·         დაიფარეთ ცხვირ-პირი, როდესაც ახველებთ, ან აცემინებთ.

·         დარჩით სახლში, როცა თავს ცუდად გრძნობთ.

·         დაუბანელი ხელები მოარიდეთ თვალებს, ცხვირსა და პირს.

·         მოერიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს სურდო ან სხვა ზედა რესპირაციული ინფექციები.

·         ჩაიტარეთ რეკომენდებული ვაქცინაციები, როგორიც არის გრიპის ვაქცინა.

 

რეკომენდაციები

პაციენტებისთვის:

1) გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალის დანიშნულებით
2) არასდროს მოითხოვოთ ანტიბიოტიკები თუკი სამედიცინო პერსონალი გეუბნებათ , რომ თქვენთვის ისინი არაა საჭირო
3) ანტიბიოტიკების მიღებისას, ყოველთის მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს
4) მკურნალობის კურსის შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები აღარ გამოიყენოთ და არ გაუზიაროთ სხვებს
5) ინფექციების პრევენციის მიზნით, რეგულარლუად იბანეთ ხელები, საკვების მომზადებისას დაიცვით ჰიგიენა, მოერიდეთ 
ახლო კონტაქტს დაავადებულ ადამიანებთან, სქესობრივი კავშირისას დაიცავით უსაფრთხოების ნორმები და 
დროულად ჩაიტარეთ ვაქცინაცია.  

 

ექიმებს

 ხელი შეუწყეთ ინფექციების პრევენციას ხელების, ინსტრუმენტებისა და სამუშაო გარემოს სისუფთავის უზრუნველყოფით.  
ანტიბიოტიკები დანიშნეთ და გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.  
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევები აცნობეთ 
ეპიდზედამხედველობის ჯგუფებს. 
 ესაუბრეთ პაციენტებს ამრ-ზე, ანტიბიოტიკების სწორად მიღების წესებზე, და მათი არასწორად გამოყენების შემთხვევაში 
მოსალოდნელ საფრთხეზე
 ესაუბრეთ პაციენტებს ინფექციების პრევენციაზე (მაგალითად ვაქცინაციაზე, ხელების დაბანის ჰიგიენის დაცვაზე, 
უსაფრთხო სექსზე, დაცემინებისას ცხვირისა და პირის დაფარვაზე). 

 

 

 

თემები

facebook