რატომ არის ბავშვებში ჭიის კვერცხებზე, კალციუმზე და რკინაზე გამოვკვლევა აუცილებელი

 

 

 

გამოკვლევა ჭიის კვერცხებზე

ადამიანის ნაწლავის  უმარტივესები  ცხოვრობენ მსხვილ და წვრილ ნაწლავებში. ისინი, ასევე, შეიძლება ბინადრობდნენ ღვიძლსა და სხვა ორგანოებშიც. უმარტივესებს შეუძლიათ დააზიანონ ეს ორგანოები და ხელი შეუწყონ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას.

ნიმუშის სხვადასხვა ადგილიდან აღებულ  სინჯებში, შესაძლოა, იყოს პარაზიტების განსხვავებული სახეობები. მათ შორის პროტოზოები  და ჰელმინთები, ანუ ჭიები.
ნაწლავის ყველაზე გავრცელებული პარაზიტები განავლის ნიმუშებში არის ლამბლიასა და კრიპტოსპორიდუმის სახეობები. ორივე პარაზიტმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. სხვა პარაზიტები შედარებით ნაკლებად გვხვდება განავლის გნამოკვლევისას.

ინფექცია ხშირად ასიმპტომატურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს დიარეას, ნაწლავის გაუვალობას და იშვიათად, სავალალო შედეგიც შესაძლებელია გამოიწვიოს.

 

კალციუმი

ძვლები „კალციუმის ბანკია“. თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით კალციუმს ვერ იღებს, მაშინ ის ძვლებში არსებულ რესურსს იყენებს სხეულის სხვა ნაწილებისთვის. დროთა განმავლობაში კი ეს მათ დასუსტებას იწვევს, ხოლო ხანგრძლივ პერსპექტივაში, შესაძლოა ოსტეოპოროზის მიზეზიც გახდეს.

კალციუმის რაოდენობას ძვლებში განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობის კალციუმსა და D ვიტამინს ვიღებთ საკვებით. D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის აბსორბციისთვის და მისი მიღება პირდაპირ მზის სხივებით არის შესაძლებელი. მას, ასევე, რამდენიმე სახეობის საკვებიც შეიცვას (მაგალითად, თევზი და კვერცხის გული).

ძვლების გაძლიერებისთვის საუკეთესო პერიოდი ბავშვობისა და მოზარდობის ასაკია. ბავშვებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობის კალციუმს იღებენ, მეტი შანსი აქვთ, რომ ზრდასრულობაში ძლიერი ძვლები ჰქონდეთ. ბავშვობაში მიღებული კალციუმი ადამიანს ძვლების დაშლის საფრთხისგან იცავს.

ბავშვებსა და ჩვილებს კალციუმისა და D ვიტამინის მიღება რაქიტისგანაც იცავს. ეს დაავადება იწვევს ძვლების სისუსტეს, ტკივილსა და დეფორმაციას.

ადრეული დიაგნოსტიკით, კალციუმის კონცენტრაციის განსაზღვრითა და საჭიროების შემთხვევაში სწორი კვებისა თუ დანამატების შერჩევით ბავშვებს მნიშვნელოვან გართულებებს აარიდებთ.

რკინა

რკინის მეშვეობით ჟანგბადი ფინლტვებიდან სხეულის სხვა ნაწილებში გადაადგილება. ის ეხმარება კუნთებს ჟანგბადის შენახვასა და მოხმარებაში. თუ ბავშვი არ იღებს რკინას საჭირო ოდენობით, მას შესაძლოა რკინის დეფიციტი განუვითარდეს.

რკინადეფიციტურობა ბავშვებში საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მას განვითარების სხვადასხვა დონეები აქვს - მსუბუქი დეფიციტიდან რკინადეფიციტურ ანემიამდე, რომელი დაავადების დროსაც სისხლს არ აქვს საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი წითელი უჯრედები. რკინის დეფიციტმა, მისი უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.

რა რაოდენის რკინა სჭირდება ბავშვს?

ბავშვებს ორგანიზმში დაბადებიდან აქვთ რკინა, თუმცა მისი მცირე დოზით დამატება აუცილებლია ბავშვის სწრაფი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

სამწუხაროდ, რკინის ნაკლებობის სიმპტომები ხშირად მხოლოდ ანემიის განვითარების შემდგომ ჩნდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გეგმურად განისაზღვროს რკინის კონცენტრაცია სისხლში.

რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს:

·         სიფერმკრთალე

·         დაღლილობის შეგრძნება

·         ცივი ხელები და ფეხები

·         შენელებული ზრდა და განვითარება

·         მადის დაქვეითება

·         ანომალიურად აჩქარებული სუნთქვა

·         ქცევითი პრობლემები

·         ხშირი ინფექციები

·         ყინულის, მტვრის, საღებავისა და სხვა არასაკვები ნივთიერებების ძლიერი სურვილი

 რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა ძირითადად სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ჩვილი ბავშვისთვის ამ გამოკვლევის ჩატარება სასურველია 9-12 თვის ასაკში. მათთვის, ვინც რკინის დეფიციტის რისკის ქვეშაა, რეკომენდებულია კვლევების ჩატარება განმეორებით.

ბავშვებში რკინის დეფიციტის პრევენცია შესაძლებელია მათი განვითარების მუდმივი შეფასებით, რკინით გამდიდრებული საკვებითა და გეგმური სკრინინგით.

1-დან 4 ივნისის ჩათვლით 16 წლამდე ბავშვებს ვთავაზობთ შემდეგ ანალიზებს 30%-იანი ფასდაკლებით:

·         რკინის კონცენტრაციის განსაზღვრა

·         გამოკვლევა ჭიის კვერცხებზე

·         კალციუმის კონცენტრაციის განსაზღვრა

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: კასპი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, მახინჯაური და ბათუმი.

 

"მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს პატარებს.

 

თემები

facebook