ონკომამოლოგია

ონკომამოლოგია
 
ონკომამოლოგია - თანამედროვე მედიცინის დარგია, რომელიც იკვლევს სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, ნერგავს დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს ონკოლოგიისა და მამოლოგიის კოლაბორაციით. 
სარძევე ჯირკვლების დაავადებები - ახალგაზრდა ქალებში ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ორი სახის მასტოპათია: 
-კვანძოვანი - ჯირკვლის ქსოვილში ერთეული ან მრავლობითი სხვადასხვა ზომის კვანძის წარმოიქმნით ხასიათდება;
-დიფუზური - ვლინდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილების სტრუქტურული ცვლილებებით; 
ცვლილებების ტიპის მიხედვით დაზიანება შეიძლება იყოს:
-ცისტური -  სითხის შემცველი წარმონაქმნები;
-ფიბროზული - შემარეთებელი ქსოვილის კომპაქტური გამრავლება;
-ჯირკვლოვანი - სარძევე ჯირკვლების ჯირკვლოვანი ქსოვილების გადიდება;
ხშირია ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ერთდროული გამოვლენა და იგი ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათიის სახელითაა ცნობილი. 
ქალებში, ასევე, ხშირად ისმება ფიბროადენომის დიაგნოზიც. ეს გახლავთ კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება როგორც მკვრივი, მოძრავი, კვანძოვანი, სრულიად უმტკივნეულო წარმონაქმნი. 
სარძევე ჯირკვლების სხვა დაავადებები, როგორიცაა სადინარსშიდა პაპილომა ან ადენომა, გაცილებით იშვიათად  ვლინდება.
 
ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესს შეიძლება მოჰყვეს ავთვისებიანი კერების წარმოქმნა.
ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც დროული დიაგნოსტიკა უალტერნატივოა:
ახალგაზრდა ქალებისთვის რეკომენდებულია ყოველწლიური ვიზიტი ექიმ-მამოლოგთან და/ან სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა.
45 წელს ზემოთ ქალებისთვის - ყოველწლიური მამოგრაფიული კვლევა. 
ნებისმიერ ასაკში - პერიოდული თვითგასინჯვები.
ონკომამოლოგიური დაავადებების რისკებს მიეკუთვნება:
-ალკოჰოლის მოხმარება
-თამბაქოს მოხმარება
-სახიფათო წარმოებაში დასაქმება- შხამ-ქიმიმიკატებთან, მავნე აირებთან, ასბესტთან, საღებავებთან შემხებლობაში ყოფნა;
-მაღალი რადიაციული ფონის მქონე რაიონებში ცხოვრება;
-ზედმეტად ცხიმიანი საკვების აქტიური მოხმარება;
-გინეკოლოგიური დაავადებების ფონი;
-სხვადასხვა სქესობრივი, სამშობიარო და პოსტ სამშობიარო გართულებები;
-საშვილოსნოსმიერი სისხლდენა;
-ნევრასტენია და ფსიქიკური აშლილობები;
-ღვიძლის დაავადებები;
-ჭარბი წონა;
-ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევები;
-გენეტიკური ფაქტორი: ახლო ნათესავებში გამოვლენილი კიბოს დიაგნოზი;
 
სარძევე ჯირკვლის მიდამოს ნებისმიერი ხასიათის ტკივილი, დისკომფორტი, გამაგრებები იღლიის ზონაში ან ძუძუში, დვრილის ფორმის ცვლილება ან გამონადენი, ნებისმიერი სახის ცვლილება ძუძუს კანის ზედაპირზე, მისი ფორმის ან ზომის ცვლილება - არის მაჩვენებელი იმისა, რომ ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს. 
ჩვენი ქსელის გურიის რეგიონის კლინიკებს ყოველთვიურად სტუმრობს და უფასო გასინჯვებს ატარებს თბილისიდან მოწვეული ონკომამოლოგი ბექა სამხარაძე. 
თვალი ადევნეთ ჩვენს საკომუიკაციო არხებს და მიიღეთ ინფორმაცია მოწვეული ექიმების უფასო კონსულტაციების განრიგების შესახებ.

თემები

facebook