ლაპარასკოპიული ქირურგია
ლაპაროსკოპიული ქირურგია, რომელსაც ასევე მცირე ინვაზიური ქირურგიის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ, წარმოადგენს ქირურგიულ ოპერაციას, რომელიც სრულდება ვიდეო კამერისა და რამდენიმე ნატიფი ინსტრუმენტის გამოყენებით. ოპერაციის დროს კეთდება მინი (ერთ სანტრიმეტრამდე) განაკვეთები და მათი საშუალებით პლასტიკური პორტები იდგმება (მუცლის) ღრუში. პორტებში ტარდება ვიდეო კამერა და ინსტრუმენტები. ამგვარად ხორციელდება მიდგომა ნებისმიერ ორგანოსთან და პათოლოგიურ პროცესთან; ვიდეო კამერის მიერ ეკრანზე გადაცემული გამოსახულებით ქირურგი მართავს მანიპულაციას.
ლაპაროსკოპიის უპირატესობებია: ოპერაციასთან დაკავშირებული დისკომფორტის სიმცირე, ადრეული რეაბილიტაცია, სტაციონარში დაყოვნების სიმცირე, მცირე ნაწიბური სხეულზე.
ლაპარასკოპიული მეთოდი საშუალებას გვაძლევს ერთდოულად ვუმკურნალოთ ერთ ან რამდენიმე ნოზოლოგიას. მაგალითად, ერთდროულად შესაძლებელია საკვერცხის კისტის და ნაღვლის ბუშტის ამოღება.
ლაპარასკოპია მუცლისა და მენჯის ღრუს დაავადებების სადიაგნოსტიკოდაც გამოიყენება. მას ისეთი ოპერაციებისთვისაც იყენებენ, როგორიცაა დაზიანებული და დაავადებული ორგანოს ამოკვეთა, შიდა ორგანოს ქსოვილიდან ნიმუშის აღება (ბიოფსია).
"მედალფას" ზოგადი ქირურგიის სამსახური პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის ლაპაროსკოპიულ ოპერაციას:
- ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამო ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა;
- საყლაპავის ხვრელის თიაქარპლასტიკა;
- ღვიძლის, მსხვილი ნაწლავისა და თირკმელზედა ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების ლაპარასკოპიული მკურნალობა;
- უროლოგიური ლაპარასკოპია
„მედალფას კლინიკებში“ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს ატარებს ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი და ლაპარასკოპიული ქირურგი - აჭარისა და გურიის მედალფას კლინიკების ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გერლიანი.
კლინიკა აღჭურვილია გერმანული KARL STORZ-ის, უახლესი, ულატრათანამედროვე ლაპაროსკოპიული აპარატურით, რომლის შესაძლებლობები აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით და წარმოადგენს ლაპარასკოპიულ ქირურგიაში ოქროს სტანდარტს.
„მედალფას“ კლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:
კასპი - 0 32 2 640 011 (1);
ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);
ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);
ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);
ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);
მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6).