კრუპი

ცრუ კრუპი ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების და ძირითადად   ბავშვობის ასაკში  გვხვდება. ცრუ კრუპი, როგორც სინდრომი უეცრად ვითარდება. რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ?

რატომ ვითარდება ცრუ კრუპი?

ვირუსული ინფექცია ბავშვებში იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებას და ხორხის კუნთების შევიწროვებას, შედეგად სანათურის შვიწროებას. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება.

რატომ ემართებათ ცრუ კრუპი უხშირესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებს?

სკოლამდელ ასაკში სასუნთქ სისტემას აქვს ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, კერძოდ:  ხორხი შედარებით ვიწროა, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით;

რომელი ინფექციური დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ცრუ კრუპის განვითარება?

 ცრუ კრუპი უმთავრესად თან სდევს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის პარაგრიპს (I ტიპის ვირუსი იწვევს კრუპის მძიმე ფორმებს და ვაჟებში უფრო ხშირად გვხვდება), გრიპს და ადენოვირუსულ ინფექციას. ცრუ კრუპის შეტევა შესაძლოა განვითარდეს ბავშვთა ისეთი ინეფქციური დაავადებების დროსაც, როგორიც არის ყივანახველა, წითელა და ქუნთრუშა.

როგორ ვლინდება ცრუ კრუპი?
ცრუ კრუპი ვლინდება შეტევის სახით, მოულოდნელად და ერთბაშად, უმთავრესად ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას. ბავშვი იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და ეწყება უხეში, მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც თან სდევს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი, ხშირი სუნთქვა, ვინაიდან ხორხი შევიწროებულია, ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ამიტომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს

კრუპის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე საჭიროა გადაუდებელი დახმარება.

სასწრაფოს მოსვლამდე:

 დაამშვიდეთ ბავშვი. იმის გამო რომ ვერ სუნთქავს, ეწყება პანიკა, ტირის, ყვირის, აგზნებულია, ითხოვს შველას. ისტერიკა დამატებით სპაზმებს იწვევს და ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებსმიაწოდეთ სუფთა ჰაერი. ვიდრე დედა ბავშვს ამშვიდებს, ოჯახის სხვა წევრმა სარკმელი უნდა გამოაღოს. თუ ზამთარია და ყინავს, ფანჯარა მეორე ოთახში გამოაღეთ. დაიმახსოვრეთ: ცივი, კონტრასტული ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს.დაალევინეთ თბილი სითხე. თუ დამოუკიდებლად სმა უჭირს, მიეცით კოვზით. ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს + 18 გრადუსი, ტენიანობა  50–70%. დაუშვებელია ბავშვითვის ამოსახველებელი საშუალებეის მიცემა.

თემები

facebook