ჰოლტერის გამოკვლევა
ჰოლტერის მონიტორინგი ნიშნავს ელექტროკარდიოგრამის უწყვეტ ჩაწერას დროის გარკვეულ მონაკვეთში;
არსებობს 24 საათიანი, 48 საათიანი და ერთ კვირიანი მონიტორინგი. აპარატი მაგრდება ადამიანის სხეულზე, იწერს გულის მუშაობას და ახდენს არტერიული წნევის უწყვეტ მონიტორინგს; აპარატი არ ქმნის დისკომფორტს, არის სრულიად უმტკივნეულო და ინფორმატიული კვლევის მეთოდი;
როდის უნდა მივმართოთ კარდიოლოგს?
თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:
- არითმია
- გულისცემის აჩქარება ან შენელება
- თავბრუსხვევა
- გულის ფრიალი
- გონების დაბინდვა
- ტკივილი გულმკერდის არეში
- ქოშინი
- გულის უკმარისობა
ჰოლტერის უპირატესობა არის ის, რომ ჩვეულებრივი ელექტროკარდიოგრამისგან განსხვავებით, ხანგრძლივი მონიტორინგისას, ფასდება გულის მუშაობა როგორც მოსვენების, ისე ნებისმიერი ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს,დღის ჩვეული აქტივობებისას. ჰოლტერის მონიტორინგს შეუძლია გამოავლინოს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები და ისეთი გართულებები, რომლებიც იწვევს ინსულტს ან უეცარ სიკვდილს. ჰოლტერის მონიტორირების საშუალებით შესაძლებელია ფიზიკური და ემოციური დატვირთვის დროს, ძილის დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, აღნიშნული გამოკვლევა ავლენს დეტალებს, რომლებიც შეუმჩნეველია ეკგს-ს გადაღების დროს;
ჰოლტერის მონიტორირებით მიღებული ინფორმაცია გადადის კომპიუტერში, სადაც ექიმის მიერ ხდება მისი გაშიფრვა და იწერება კლინიკური დასკვნა.
პაციენტს აქვს დღიური, სადაც დღის განმავლობაში იწერს ფიზიკური (მაგ:სიარული, კიბეზე ასვლა, ფიზიკური ვარჯიში) და ემოციური დატვირთვის დროს, დაძინების და გაღვიძების დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოცენების დროის მითითებით, დღიურში ჩაიწეროს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ტკივილი გულმკერდში, სხვა ნებისმიერი ტკივილი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა, ან გონების დაკარგვა, გულის ფრიალი, დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება.
აღნიშნული კვლევის მეთოდი გვაძლევს საშუალებას, კომპლექსურად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა.
„მედალფას კლნიკებში“ ფუნქციონირებს, უახლესი ტექნოლოგიის MEDITECH სისტემის ორარხიანი ჰოლტერის მოწყობილობა.
„მედალფას“ კლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:
კასპი - 0 32 2 640 011 (1);
ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);
ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);
ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);
ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);
მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6).