დოპლეროგრაფია

დოპლეროგრაფია

ულტრაბგერითი კვლევა ეს არის ორგანოების და ქსოვილების კვლევის მეთოდი ულტრაბგერითი "ტალღების" გამოყენებით. სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილებში გავლით, უფრო ზუსტად კი, სხვადასხვა ქსოვილების საზღვრებს შორის გავლით, ულტრაბგერა სვადასხვაგვარად აირეკლება მათგან. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი მარტივი და ხელმისაწვდომია და მას თან არ ახლავს რაიმე უკუჩვენება.

თანამედროვე ულტრაბგერით აპარატებს გააჩნიათ  3D და 4D რეჟიმები, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება (სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე), ანუ მოცულობა.

გარდა ამისა, თანამედროვე ულტრაბგერით აპარატებს სისხლის ნაკადის დოპლერის მეთოდით მონიტორინგის ფუნქცია აქვთ. დოპლერის მეთოდში იგულისხმება ტალღის სიგრძის ცვალებადობა, რომელიც აისახება მოძრავი ობიექტებისგან. დოპლეროგრაფიული კვლევა უზრუნველყოფს სითხის (სისხლის) მოძრაობის სიჩქარის დადგენას.

დუპლექს სკანირება, იგივე ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, წარმოადგენს ულტრაბგერით გამოკვლევას დოპლერის ეფექტით, რომლის მეშვეობითაც ერთდროულად ხდება მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.

დოპლეროგრაფია - ეს არის თანამედროვე, მაღალეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ორგანოების სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის შეფასება.


კვლევის დოპლეროგრაფიული მეთოდი გამოიყენება მრავალი პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ და მდგომარეობის შესაფასებლად, მათ შორის:

-  ღვიძლის მდგომარეობის შესაფასებლად – B და C -ჰეპატიტების, ცხიმოვანი ინფილტრაციის, ციროზების დროს დაზიანების ხარისხის შესაფასებლად;

-  მაღალი არტერიული წნევის დროსთირკმელების არტერიების მდგომარეობის შესაფასებლად;

მეანობა-გინეკოლოგიაში ნაყოფის განვითარების შესაფასებლად და ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების ადრეულ ეტაპზე სადიაგნოსტიკოდ;

-  ანგიოლოგიაში კიდურების სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად, იშემიური და ვარიკოზული დაზიანებების გამოსავლენად.


   დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. საწყის ეტაპზე აღმოჩენილი დარღვევა და დროული მკურნალობის დაწყება თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტის სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.

 


მედალფასკლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე:

კასპი - 0 32 2 640 011 (1);

ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);

ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);

ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);

ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);

 

მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6).

 

თემები

facebook