Covid-19 და ვაქცინაცია

 

COVID-19 და ვაქცინაცია

   ყოველწლიურად ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს  და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმის კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

   გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია COVID-19–ის მძიმე დაავადებისგან დასაცავად.

 თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი შტამის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისი შემადგენლობის შეცვლა აღნიშნული შტამებისგან დასაცავად. მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა იმუნიზაციის პროცესში, როგორიცაა განმეორებითი ვაქცინაციის გამოყენება და სხვა სიახლეების შემოღება.

   მაგრამ, მანამდე, მნიშვნელოვანია ავიცრათ და ამავე დროს განვაგრძოთ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, რაც ვირუსის მუტაციის შანსებსაც შეამცირებს. ასეთი ზომებია ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, კარგი ვენტილაცია, ხელების რეგულარული დაბანა და დროული მიმართვა სამედიცინო დახმარების  მისაღებად დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

 იმუნიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ. მნიშვნელოვანია რომ ინფექციის გადატანიდან გასული იყოს 30 დღე;  მიუხედავად იმისა, რომ COVID-19–ისგან განკურნებულ ადამიანებს შეიძლება ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდეთ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გრძელდება ის ან რამდენად ხართ დაცული. ვაქცინაცია უფრო საიმედო დაცვას გვთავაზობს.

   COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რეკორდულად მცირე დროში შექმნილი უპრეცედენტო ურთიერთთანამშრომლობისა და დიდი ინვესტიციების შედეგია და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

   COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება მკაცრი რეგულირების პროცესს ექვემდებარება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაციის მიღებამდე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადიან მკაცრ ტესტირებას კლინიკურ კვლევებში იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

   ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან ავტორიზებული ვაქცინების დანერგვა ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.

   ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

   მედალფას კლინიკებში ყველა სახის ვაქცინა ხელმისაწვდომია. როდესაც ირჩევთ "მედალფას" - თქვენ ირჩევთ უსაფრთხო გარემოსა და ხარისხიან მომსახურებას.

 


მედალფასკლინიკების ქსელი კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული და ყველა პაციენტს, უწყვეტ რეჟიმში, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

ვაქცინაციისთვის გთხოვთ დარეგისტრირდეთ:

კასპი - 0 32 2 640 011 (1);

ოზურგეთი - 0 32 2 640 011 (2);

ლანჩხუთი - 0 32 2 640 011 (3);

ჩოხატაური - 0 32 2 640 011 (4);

ბათუმი - 0 32 2 640 011 (5);

მახინჯაური - 0 32 2 640 011 (6).

 

 

თემები

facebook