აუტიზმი

 

 

აუტიზმი

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებსბავშვი ვერ ახერხებს სწორად აღიქვას ის, რაც ესმის, ხედავს, ან შეიგრძნობს. შესაბამისად, მას უვითარდება წარმოსახვის პრობლემები და უჩვეულო, მკაცრად შეზღუდული მოქმედებები და ინტერესები.

კვლევები მიუთითებს, რომ აუტიზმის ნიშნების დადგენა შესაძლებელია სამი თვის ასაკშიიმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე დარღვევა იჩენს თავს. ადრეული დადგენა აუტიზმთან დაკავშირებული დარღვევების აღმკვეთი ან შემარბილებელი ინტერვენციის საშუალებას მოგვცემდა. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევააუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას და მათი მეტყველება რუდიმენტულია.

უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის დამახასიათებელი ნიშნების სირთულის ხარისხი განსხვავებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვეულებრივ მოიცავსმეტყველების, გონებრივი განვითარების, საზოგადოებრივი ქცევის და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს.

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია და მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იყენებს ტვინი ინფორმაციასაუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობიაზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი ფიზიკური პრობლემებიშესაძლებელია:

-       ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა;

-       ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების ან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.

აუტიზმი შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმემიზეზისშედეგსბავშვის გარშემო არსებული ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტორები აუტიზმის მიზეზად ვერ ჩაითვლება.

აუტიზმის გამომწვევი:

გარემო ფაქტორებიტყვია, კადმიუმი, ალუმინი, სტიბიუმი, ვერცხლის წყალი, ქიმიური პრეპარატები.

კვების ფაქტორებიკადმიუმის, მაგნიუმის, რკინის, B6 და B1 ვიტამინების, ანტიოქსიტანტის, გლუტაციონის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.

მეტაბოლური ფაქტორებიდაავადებული ღვიძლის დექსიფიკაცია; ჰიპოლიკემია; ობი; მტვერი; მცენარის მტვერი; ამინო მჟავის გამტარი გზების ანომალია; ფენოსულტოტრანფერაზის ნაკლებობა; “თირკმლის დაზიანებისსინდრომი.

ალერგიული ფაქტორებისაკვები (განსაკუთრებით, გლუტენი და კაბეინი); საკვების საღებავები; დანამატები.

არსებობს აუტიზმის სხვადასხვა ფორმა და ზოგ შემთხვევაში, აუტიზმით დაავადებული პირი მეტ-ნაკლებად ახერხებს გარემოსთან ადაპტაციასა და საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნას. მაშინაც კი, თუ ეს ვერ ხერხდება, მუდმივი დახმარებით მაინც შესაძლებელია გარკვეულ შედეგებზე გასვლა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში აუტიზმით დაავადებულ პირს, შეიძლება რაიმე ერთი საგნის, ერთი მიმართულებისადმი, განსაკუთრებული მიდრეკილება და ნიჭიც აღმოაჩნდეს.

სიმპტომები და გამოვლინებები, რომელსაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება:

·         არ თამაშობს წარმოსახვით თამაშებს.

·         არ აკეთებს აქცენტირებას მისთვის უცხო, საინტერესო მოვლენებზე, არ ინტერესდება საგნებით ან მოვლენებით, რომელზეც გარშემო მყოფები აკეთებენ აქცენტს.

-    აქვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა ან საერთოდ არ ურთიერთობს.

-    არ რეაგირებს დაძახებაზე ან მისდამი მიმართული საუბრის დროს ინტერესდება სხვა ხმებით.

-     იმეორებს მისდამი მიმართულ სიტყვებს ან ექოს.

-     უჭირს აზრის ჩვეულებრივი სიტყვებით ან მოქმედებებით გადმოცემა.

-     აქვს სტერეოტიპული მოქმედებები.

-     აქვს სუნისა და გემოს შეგრძნებების, ბგერებისა და მხედველობის აღქმის არადამახასიათებელი, უცნაური გამოხატულებები.

-     დაივიწყა უკვე დასწავლილი უნარ-ჩვევები (მაგ: დაავიწყდა სიტყვები, რომელსაც ამბობდა).

აუტიზმისთვის არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა და დაიწყოს ოჯახთან მუშაობა. ყველაზე ეფექტური მეთოდია (ABA) თერაპია, რომელიც იძლევა მნიშვნელოვან წინსვლას განვითარებაში.

 

 

 

 

"მედალფას" მახინჯაურის კლინიკაში ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი "ნემო", სადაც გამოცდილი ქცევითი თერაპევტები და ფსიქოლოგები პატარებს დაეხმარებიან აღნიშნული პრობლემების წარმატებით დაძლევაში!

 

ტელ.: 0322 02 22 23

მის.: მახინჯაური, თამარ მეფის III შესახვევი #17

 

 

 

 

თემები

facebook