ონკომამოლოგის უფასო გასინჯვების აქცია

19.07.2021

 

30 და 31 ივლისს "მედალფას" გურიის კლინიკები გთავაზობთ თბილისიდან მოწვეული ონკომამოლოგის - ბექა სამხარაძის უფასო კონსულტაციებს.

კონსულტაციების განრიგი:

-ჩოხატაური - 30 ივლისი, 10:00-დან 12:00 საათამდე

-ოზურგეთი - 30 ივლისი, 13:00-დან 18:00 საათამდე

-ლანჩხუთი - 31 ივლისი, 10:00-დან 11:00 საათამდე

საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.

კონსულტაციები მოიცავს:

-სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;

-კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;

ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე პროფესიონალ ექიმებთან ერთად.

"მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!

Tel: 555 22 18 41

 

თემები

facebook