18 და 19 ივნისს "მედალფას" გურიის კლინიკები გთავაზობთ თბილისიდან მოწვეული ონკომამოლოგის - ბექა სამხარაძის უფასო კონსულტაციებს.
კონსულტაციების განრიგი:
ჩოხატაური - 18 ივნისი, 10:00-დან 11:00 საათამდე
ოზურგეთი - 18 ივნისი, 12:00-დან 18:00 საათამდე
ლანჩხუთი - 19 ივნისი, 10:00-დან 11:00 საათამდე
საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.
კონსულტაციები მოიცავს:
სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;
კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;
ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე პროფესიონალ ექიმებთან ერთად.
"მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
Tel: 555 22 18 41