ფარმაცევტის თანაშემწე ბათუმის კლინიკაში

10.07.2020

 

 

პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს ბათუმის კლინიკა

სამუშო გრაფიკიკვირაში 5 დღე 09:30სთ-17:00სთ

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·    უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;

·    კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;

·   ფარმაცევტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

·   დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;

·   ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

·   მედიკამენტების და სახარჯი მასალების შესყიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში კლინიკის ფარმაცევტის დახმარება;

·   შესყიდული მედიკამენტების და სახარჯი მასალების დასაწყობება;

·   მედიკამენტების შენახვის პირობების უზრუნველყოფა, დაცვა, კონტროლი;

·   მედიკამენტების გაცემა სააფთიაქო საწყობიდან;

·   ფარმაცევტის მითითებების შესრულება

 

                                

 (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected] ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:  

ქ. ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2,  შ.პ.ს. „მედალფა“ ბათუმის კლინიკა                                                                                                                                                                                                            http://www.medalpha.ge/

 

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  22/07/2020

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

თემები

facebook