„მედალფამ“ 2019 წლის 20 ივლისს, ბათუმში გახსნა ახალი, საქართველოს მასშტაბით რიგით მეშვიდე, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური კლინიკა-„მედალფა ბონის კლინიკა“. იგი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. კლინიკაში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილება. იგი 55 საწოლზეა გათვლილი.
„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროგრამას. პირველი ასეთი პროგრამა უკავშირდება კლინიკის ოფიციალური გახსნას და მოიცავს ექიმ-სპეციალისტთა უფასო კონსულტაციას და განსაკუთრებულ ფასდაკლებას როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულ, ისე მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო კვლევებზე.