„ავერსის კლინიკის“ უფასო გასინჯვები „მედალფას“ ბათუმის კლინიკაში

10.11.2019

ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ ბათუმის კლინიკაში 2019 წლის 9 ნოემბერს „ავერსის კლინიკამ“ მოსახლეობისთვის მოაწყო უფასო გასინჯვების აქცია. აქციის ფარგლებში ბათუმს ეწვივნენ შემდეგი სპეციალობის წამყვანი ექიმები: კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი.

   ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ კლინიკებში მუდმივად მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ტიპის აქციები. „მედალფას ბათუმის კლინიკაში“ ნოემბრის თვეში გამოცხადებულია 25%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის ამბულატორიულ სერვისზე, რაც ეხება როგორც ექიმებთან კონსულტაციებს, ასევე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს: კომპიუტერული ტომოგრაფია, ციფრული რენტგენი, ექოსკოპია, გასტროფიბროსკოპია, კოლონოსკოპია და სხვა. ფასდაკლების აქცია უკავშირდება „ავერსის“ 25 წლის იუბილეს და ხორციელდება კომპანიის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მხარდაჭერით.                                                                                                                                               

თემები

facebook