სმენის გამოკვლევა აუდიომეტრით

აუდიომეტრია სუბიექტური, არაინვაზიური და უმტკივნეულო კვლევის მეთოდია, რომელიც ადგენს სმენადობის სიმახვილეს, დაქვეითების ხარისხს და მისი გამომწვევი პათოლოგიური პროცესის ხასიათსა და ლოკალიზაციას.

აკუსტიკური იმპედანსმეტრია კვლევის ობიექტური მეთოდია. ის მოიცავს ტიმპანომეტრიას, რეფლექსომეტრიას და ევსტაქის ლულის ფუნქიის გამოსაკვლევ ტექსტებს, იკვლევს შუა ყურის აკუსტიკურ გამტარობას, შეიძლება ჩაუტარდეს როგორც ახალშობილს, ასევე მოზრდილ ადამიანებს.

გამოსაკვლევი პირი თავსდება სპეციალურ, ხმებისგან იზოლირებულ კაბინაში, ყურებზე ერგება ყურსასმენი, რომლის საშუალებითაც მიეწოდება სხვადასხვა ინტენსივობისა და სიძლიერის ბგერები. სპეციალურ გრაფიკულ გამოსახულებაზე მოინიშნება ბგერის სიძლიერის ის მინიმალური მაჩვენებელი, რომელსაც პაციენტი აღიქვამს და მიიღება სმენის სიმახვილის გრაფიკული გამოსახულება.

აუდიომეტრისა და ტიმპანომეტრის კვლევის ჩატარება შესაძლებელია ლანჩხუთის კლინიკაში, ასევე ყურიდან გოგირდის საცობის ამოღება.

თემები

facebook