სკრინინგ პროგრამა კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის
სიახლე "მედალფას" კლინიკებში!
 ჩვენი ყველა კლინიკა ჩაერთო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიულ/ინსტრუმენტული კვლევების პროგრამაში - კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე, შეუძლიათ ჩაიტარონ ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევები ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის დანიშნულებით (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უფასო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიმართვის საფუძველზე).
 სისხლის საერთო ანალიზი
 კოაგულოგრამა
 C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის განსაზღვრა
 D-დიმერის კონცენტრაციის განსაზღვრა
 კომპიუტერული ტომოგრაფია (მხოლოდ ოზურგეთისა ბათუმის კლინიკებში)
 შეგახსენებთ, რომ კლინიკებში COVID-19-ის განყოფილება იზოლირებულია დანარჩენი სივრცისგან, ასე რომ, სხვა ჩივილებით და ნოზოლოგიებით მომართვიანობა არ იზღუდება. ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სადეზინფექციო სამუშაოები და მაქსიმალურად კონტროლდება რეკომენდაციების დაცვა, რის შედეგადაც ჩვენთან ვიზიტი ნებისმიერი პაციენტისთვის უსაფრთხოა.
 თუ აღგენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები და არ გაქვთ კონტაქტი ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმთან, გთხოვთ, დარეკოთ 112-ზე.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 0322640011

თემები

facebook