ონკომამოლოგის უფასო გასინჯვების აქცია

09.11.2021
 19 და 20 ნოემბერს "მედალფას" გურიის კლინიკები გთავაზობთ ონკომამოლოგის უფასო კონსულტაციებს, რომელსაც ჩაატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი - ბექა სამხარაძე.
 კონსულტაციების განრიგი:
- ჩოხატაური - 19 ნოემბერი, 10:00-11:00 საათი
- ოზურგეთი - 19 ნოემბერი, 12:00-18:00 საათი
- ლანჩხუთი - 20 ნოემბერი, 10:00-11:00 საათი
 კონსულტაციები მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;
- კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;
- ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 555 22 18 41

თემები

facebook