თამბაქოს მავნეობა

  თამბაქო მცენარეა, რომლის ფოთლებისგანაც მზადდება თამბაქოს პროდუქტები. თამბაქოს მოსაწევი ნაწარმია: სიგარეტი, სიგარა. თამბაქოს ნაწარმს მიეკუთვნება ელექტრონული სიგარეტი.

  დამუშავებული თამბაქო შეიცავს 2⃣5⃣5⃣0⃣ ქიმიურ ნივთიერებას. მოწევის დროს მწეველი შეისუნთქავს დაახლოებით 4⃣0⃣0⃣0⃣ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელთაგანაც 4⃣3⃣ კანცეროგენია (კიბოს გამომწვევი ნივთიერება). ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმზე ზემოქმედებენ მასში მოხვედრისთანავე. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იწყებს თამბაქოს მოხმარებას, იწყება მისი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაზიანება, განსაკუთრებით ზიანდება: ფილტვები და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოები, ირღვევა ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობა. ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ნაწილია. იგი იწვევს დამოკიდებულების განვითარებას.
  ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირეს, არტერიული სისხლის წნევას, აფერხებს სისხლის მიწოდებას ცენტრალურ და პერიფერიულ ორგანოებამდე. ნიკოტინი მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც შედის ინსექტიციდებისა და სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი სხვადასხვა პესტიციდების შემადგენლობაში. ნახშირჟანგი (CO) ძლიერმოქმედი შხამია, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს წვის შედეგად. იგი იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდას, ხელს უშლის ერითროციტების მიერ სისხლში ჟანგბადის მიწოდებას, რაც განაპირობებს მნიშვნელოვანი ორგანოების ჟანგბადოვანი შიმშილის განვითარებას; ნახშირჟანგი ასევე დიდი რაოდენობით არის მანქანის გამონაბოლქვში.
  კუპრი (ფისის მსგავსი სქელი, წებოვანი ნივთიერება) წარმოიქმნება თამბაქოს ფოთლების წვის შედეგად. იგი ხშირად გამოიყენება გზების და ასფალტის დაგებისას. მოწევის დროს კუპრი რჩება სასუნთქ სისტემაში, ფარავს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს და აღიზიანებს მას. ის ხასიათდება კანცეროგენული ზემოქმედებით.
  თამბაქო უარყოფითად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე და იწვევს პირის ღრუს ლორწოვანის ანთებით პროცესებს. თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი სხვა შხამიანი ნივთიერებებია: დარიშხანი (შხამიანი ქიმიური ელემენტი, რომელიც იწვევს ძლიერ მოწამვლას), აცეტონი (გამოიყენება როგორც საღებავების გამხსნელი და ლაქის მოსაშორებელი საშუალება), ამონიუმი (შედის იატაკის საწმენდი ქიმიური საშუალებების შემადგენლობაში), ფენოლი (საღებავი), ბუტანი (შედის სანთებელების შემადგენლობაში), ნაფტალინი (გამოიყენება ტანსაცმლის ჩრჩილისაგან დასაცავად), ფორმალინი (გამოიყენება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში მკვდარი ქსოვილებისა და სხეულების შესანახად), წყალბადის ციანიდი (ძალიან საშიში მომწამვლელი აირი), კადმიუმი (მანქანის აკუმლატორის შემადგენელი ნაწილი) და რადიაციული ნაერთები (შედის ბირთვული იარაღის შემადგენლობაში).
  თამბაქოს მოხმარებისას ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ხვდება ორგანიზმში და იწვევს მის დაზიანებას. მეორადი კვამლის ზემოქმედებას პასიური მოწევა ეწოდება, რაც გულისხმობს, არამწეველი ადამიანების მიერ თამბაქოთი დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვას, რაც იგივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორც აქტიური მწეველობა.

ჰოსპიტალური ქსელი მედალფა გირჩევთ დაკავდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით

თემები

facebook