ონკომამოლოგის უფასო გასინჯვების აქცია
23 და 24 აპრილს "მედალფას" გურიის კლინიკები გთავაზობთ ონკომამოლოგის უფასო კონსულტაციებს, რომელსაც ჩაატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი - ბექა სამხარაძე.
 კონსულტაციები მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების დიაგნოსტიკას;
- კანისა და რბილი ქსოვილების დიაგნოსტიკას;
- ხალების, მეჭეჭების, ცხიმგროვებისა და სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
 კონსულტაციების განრიგი:
- ჩოხატაური - 23 აპრილი, 10:00-11:00 საათი
- ოზურგეთი - 23 აპრილი, 12:00-18:00 საათი
- ლანჩხუთი - 24 აპრილი, 10:00-11:00 საათი
საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები.
 შეგახსენებთ, რომ "მედალფას" კლინიკების ქსელი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა, რომელთა თანადაფინანსებით შეგიძლიათ მიიღოთ სამედიცინო მომსახურება.
 "მედალფა" გისურვებთ ჯანმრთელობას!
 Tel: 555 22 18 41

თემები

facebook