ტენდერი ვენტილაციის სისტემის მოწყობის თაობაზე

20.04.2018

შპს „მედალფა“ აცხადებს ტენდერს:

ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ., N16-ში, შპს "მედალფა"-ს დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.15.022.037), #4/2 შენობა-ნაგებობის სითბო–სიცივით მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემის მოწყობის თაობაზე



-შესასრულებელი სამუშაოებისა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ №1–ში (ხარჯთაღრიცხვა);

-სითბო სიცივით მომარაგებისა და ვენტილაციის ნაწილის პროექტის ელექტრონული ვერსიის მიღებისათვის, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე ელ.ფოსტით მოთხოვნა გააგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]. რის შემდგომაც 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში გამოგეგზავნებათ შესაბამისი პროექტი.

-დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: - ხარჯთაღრიცხვა დანართი №1–ის სახით (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესაძლოა გახდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი);- შესასრულებელი სამუშაოების/მასალის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით) დანართი №1–ის სახით;- სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;*- სამუშაოების შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე;- საგარანტიო პირობები (გარანტია არანაკლებ 1 წლისა);- სერვისული მომსახურება (არანაკლებ 2 (ორი) წელი);- გამოყენებული მასალის/მოწყობილობის დეტალური აღწერილობა (მათ შორის მასალის/მოწყობილობის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები), წარმოშობის ქვეყანა.* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსისსახით სამუშაოთა/მასალის საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვსგათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში,ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, დამკვეთთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.  

-დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 2 - პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; - საბანკო რეკვიზიტები; - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ; - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე); - ანალოგიური სისტემებით შესრულებული სამუშაოების სრული სია და მათგან არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია; - ხელმოწერილი აფიდავიტი დანართი №2–ის სახით; წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. თუ სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები,ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

-სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
– ხარისხი;– ღირებულება;– სამუშაოების შესრულების ვადა;– ანგარიშსწორების პირობა;– ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება. პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შეფასება მოხდება თითოეული ლოტისათვის ცალ–ცალკე, შესაბამისად, გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტში ცალ–ცალკე.
შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. - ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდის უუნარობის საქმისწარმოება. 3 - საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან"შეღავათების მქონე გადამხდელი";- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;

-დამკვეთის/მყიდველის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებსმოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია. აგრეთვე, შევსებული ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდაიყოს ელ. ვერსიის სახითაც.


სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდესპრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტითმიღება განხორციელდება 2015 წლის 12 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე(შაბათ–კვირის გარდა).

 


სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2015 წლის 31 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. #16. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობის ეტაპზე 2015 წლის 31 მარტს 16:30 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16.


ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროებისშემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგმისამართზე: ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ., N16. საკონტაქტო პირი - თინათინ ქემაშვილი, ტელ.:577629999, ელ. ფოსტა: [email protected] 

 

ბმული დანართებზე

თემები

facebook