ტენდერი ფაკოს აპარატის შესყიდვაზე

20.04.2018

ტენდერის დასახელება: შ.პ.ს. „მედალფა“ აცხადებს ტენდერს ქირურგიული ოფთალმოლოგიური სისტემის(ფაკოემულსიფიკაციის აპარატი) შესყიდვის თაობაზე

 

  • ქირურგიული ოფთალმოლოგიური სისტემის (ფაკოემულსიფიკაციის აპარატი)(შემდგომში „საქონელი“) რაოდენობა და მახასიათებლები მითითებულია სატენდეროგანცხადების დანართ №1–ში;
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16.
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა ტენდერში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოსშემდეგი დოკუმენტაცია:- საქონლის მახასიათებლები, გამოშვების წელი, ქვეყანა და ა.შ. დანართი #1–ის სახით;- შესასრულებელი სამუშაოების/მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულებამითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნასმიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;- ღირებულების გადახდის პირობა;*- მიწოდების/შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდესხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეს);- საგარანტიო პირობები, ვადა;- პრეტენდენტის ხელშეკრულების პროექტი.

 

შენიშვნა: საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდაინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონესაქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნისაღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 20 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოსახალი საქონლით.

 

* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსისსახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხისჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულიახელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევოკომპანიიდან.

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონშემდეგ საბუთები: - პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი,პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;2- საბანკო რეკვიზიტები;- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირისრეგისტრაციის შესახებ;- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირისრეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7სამუშაო დღე);- ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანალოგორი საქონლის მიწოდების სია და მათგან ორ შემსყიდველიპირების რეკომენდაცია;- შევსებული აფიდავიტი დანართი №3–ის სახით;დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ისმეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებმონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
  • სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციისშეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:– ხარისხი– ღირებულება– სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა– ანგარიშსწორების პირობაშერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზემოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • დამკვეთის/მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვადამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილდოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ 3დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება,საკონტაქტო ინფორმაცია.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდესპრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.


სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტით მიღებაგანხორციელდება 2014 წლის 04 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი,ალ. ყაზბეგის გამზ. #16. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა).
სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 18 ნოემბერს 16:00 საათზე, შემდეგ მისამართზე:ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობისეტაპზე 2014 წლის 19 ნოემბერს 15:00 საათზე, შემდგედ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: გიორგი ლობჟანიძეს ტელ.: 577 62 88 08

იხილეთ დანართები

თემები

facebook