ტენდერი ავტოკლავის შეძენაზე

ტენდერი ავტოკლავის შეძენაზე
20.04.2018

ტენდერის დასახელება: შ.პ.ს. „მედალფა“ აცხადებს ტენდერს პორტატული ავტოკლავის (Statim 2000) შესყიდვის თაობაზე

 

  • პორტატული ავტოკლავის (Statim 2000) (შემდგომში „საქონელი“) რაოდენობა დამახასიათებლები მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ №1–ში;
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16.
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა ტენდერში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:- საქონლის მახასიათებლები, გამოშვების წელი, ქვეყანა და ა.შ. დანართი #1–ის სახით;- შესასრულებელი სამუშაოების/მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნასმიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;- ღირებულების გადახდის პირობა;*- მიწოდების/შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეს);- საგარანტიო პირობები, ვადა;- პრეტენდენტის ხელშეკრულების პროექტი. 

 

შენიშვნა: საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნისაღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 20 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოსახალი საქონლით.

* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

 

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი,პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;- საბანკო რეკვიზიტები;2- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7სამუშაო დღე);- ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანალოგორი საქონლის მიწოდების სია და მათგან ორ შემსყიდველი პირების რეკომენდაცია;- შევსებული აფიდავიტი დანართი №3–ის სახით;

 

დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ისმეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებმონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

 

  • სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი: – ხარისხი– ღირებულება– სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა– ანგარიშსწორების პირობა შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზემოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან"შეღავათების მქონე გადამხდელი";- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • დამკვეთის/მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვადამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. ასევე, ტექნიკური დავალების ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა 3იყოს CD დისკზე. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.


სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტით მიღება განხორციელდება 2014 წლის 04 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა).
სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 15 დეკემბერს 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე:ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობისეტაპზე 2014 წლის 15 დეკემბერს 16:00 საათზე, შემდგედ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ.#16

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: გიორგი ლობჟანიძეს ტელ.: 577 62 88 08

 

იხილეთ დანართები

თემები

facebook