უფასო გასინჯვების აქცია ოზურგეთის მოსახლეობისთვის

უფასო გასინჯვების აქცია ოზურგეთის მოსახლეობისთვის
15.11.2019

 

 ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში 2019 წლის 15 ნოემბერს ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვების აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში ოზურგეთს ეწვივნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ახალი სიცოცხლის“  წამყვანი ექიმ-სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი,  გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ანგიოქირურგი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი, ექოსკოპისტი. აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევა, ეკგ, სისხლში გლუკოზის დონის  განსაზღვრა.

ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ კლინიკებში მუდმივად მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ტიპის აქციები. კომპანია ავერსის ჰოლდინგის წევრია. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს „ავერსს“ 25 წელი შეუსრულდა.  „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში დაგეგმილი უფასო გასინჯვების აქციაც ამ იუბილეს მიეძღვნა და განხორციელდა კომპანიის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის მხარდაჭერით. აქციის ფარგლებში გასინჯულ პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცათ პირველადი მოხმარების მედიკამენტები. 

                                    

                                                                                            

 

თემები

facebook