ახალი წელი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში „ნემო“

09.01.2020

 

2019 წელი მხიარულად გააცილეს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში „ნემო“. აქ მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო - ცენტრის ბენეფიციარებმა თოვლის ბაბუასთან შესახვედრად საჩუქრები მოამზადეს, 30 დეკემბერს კი ბავშვთა გასართობ ცენტრ „მიკის სახლს’  ეწვივნენ, სადაც საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხესთან და საყვარელ ანიმაციურ გმირებთან ერთად გაერთნენ - ბევრი იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს და იმხიარულეს. თოვლის ბაბუა და ფიფქიაც შეუერთდნენ მათ მხიარულებას და პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. შეხვედრას არც სადღესასწაულო ტორტისა და შუშხუნების გარეშე ჩაუვლია. კომპანიის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის და გენერალური დირექტორის ბატონი გიორგი ამბროლიანის მხარდაჭერით ჩატარებული შეხვედრის მასპინძელი „მედალფას“ რეგიონალური დირექტორი გურია-აჭარის რეგიონში ბატონი ლევან ანთაძე გახლდათ. პატარებს დამდეგი ახალი წელი საპატიო სტუმრებმა - აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქ-მა ნინო ნიჟარაძემ და ქ.ბათუმის ვიცე-მერმა ქ-მა ლელა სურმანიძემ მიულოცეს. კმაყოფილი და ბედნიერი პატარები მომავალ წლამდე დაემშვიდობნენ თოვლის ბაბუას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თემები

facebook