თვითმკურნალობა ანტიბიოტიკით

ცხოვრების მანძილზე ყოველი ჩვენთაგანი გამხდარა ავად რესპირაციული ინფექციებით. გვაწუხებს ხველა, ტემპერატურა, სუნთქვა გვიმძიმს და ა.შ. როგორ ვიქცევით? უხშირესად თვითმკურნალობას ვეწევით და ვიწყებთ ანტიბიოტიკების მიღებას ან მივდივართ ექიმთან იმ მოლოდინით, რომ დაგვინიშნავენ უებარ ანტიბიოტიკებს და აუცილებლად მივრჩებით, თუმცა...

 განვიხილოთ რა იწვევს  რესპირაციულ ინფექციებს ვირუსი შემთხვევა 75%-ში. ბაქტერია 24%-ზე ნაკლებად, ხოლო 1%-ზე ნაკლებად სოკო და პარაზიტები.

ახლა მოკლედ შევჩერდეთ რა არის ანტიბიოტიკები? ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა.  ეს მედიკამენტები, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას. გამოიყენება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთა

თუ ამ ორ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მაშინ გამოვიტანთ დასკვნას, რომ რესპირაციული დაავადებების მკურნალობაში, ანტიბიოტიკები არა თუ უეფექტოა, არამედ ხშირად მრავალი გართულების მიზეზი ხდება ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენებისას ყალიბდება  მანკიერი წრე,  როდესაც ანტიბიოტიკი ვეღარ მუშაობს მაშინ, როდესაც ის მართლაც საჭიროა ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ და ასევე ხშირია გვერდითი მოვლენები: დიარეის , ალერგიის სახით.

ალბათ დაინტერესდით, რას ნიშნავს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება. რას ნიშნავს ეს? ანტიბიოტიკი გამოყენება მაშინ, როდესაც საჭირო არ არის, ზოგჯერ ნაკლები დოზით ვიდრე საჭიროა, უფრო ხანმოკლედ ან ხანგრძლივად, ვიდრე საჭიროა,  ან გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი არააუცილებლობის შემთხვევაში.

რაში მდგომარეობს საფრთხე?  ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენების დროს ჩნდება ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიები და საბოლოო ჯამში, მათში შეიძლება განვითარდეს რეზისტენობა ყველა არსებული ანტიბიოტიკისადმი. შეიძლება დავბრუნდეთ ე.წ. „ანტიბიტოიკებამდელ ხანაში“, რაც  ფაქტიურად უკურნებელს და სიცოცხლისთვის საშიშს გახდის „უბრალო“ ბაქტერიულ ინფექციებს. შეუძლებელი გახდება რიგი სამედიცინო და დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და ქირურგიული ჩარევების განხორციელება.

შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ექიმი გეტყვით, რომ თქვენი ოჯახის წევრს ან ახლობელს აქვს რაიმე ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად – ფილტვების ანთება და რომ მისი განკურნება შეუძლებელია, ვინაიდან ანტიბიოტიკები ამას ვერ გაუმკლავდება

ამიტომ, ძვირფასო პაციენტებო, მოგმართავთ დიდი თხოვნით,

ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს თვითმკურნალობის მიზნით, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;  ბოლომდე დაასრულეთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი  მაშინაც კი, თუ უკეთ იგრძნობთ თავს;  მკაცრად დაიცავით  დანიშნული დოზირება და ანტიბიოტიკის მიღების სიხშირე;  არ გამიყენოთ წინა მკურნალობიდან დარჩენილი ანტიბიოტიკები და ჩვენთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკები არ გავუზიაროთ სხვებს.

თემები

facebook