ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში 2019 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა უფასო გასინჯვების აქცია ოზურგეთის მოსახლეობისთვის.  აქციის ფარგლებში ოზურგეთს ეწვივნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და „ახალი სიცოცხლის“  წამყვანი ექიმ-სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი,  გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ანგიოქირურგი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი, ექოსკოპისტი. მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა, ეკგ, სისხლში გლუკოზის დონის  განსაზღვრა. კონსულტაციების შემდგომ პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცათ პირველადი დახმარების მედიკამენტები.

თემები

facebook