მიმდინარე წლის 27 სექტემბერს „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკაში ჩატარდა  მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევის მეთოდებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ გურიის რეგიონის ექიმები, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მოხსენება. მოხსენებები წარადგინეს გიორგი ამბროლიანმა - „მედალფას“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ლაბაძემ - „ინტერმედსერვისის“ სამედიცინო ინჟინერმა, საბა წულაძემ - „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის ექიმ-რადიოლოგმა, ზურაბ თავდგირიძემ - „მედალფას“ ბათუმის კლინიკის რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ბურჭულაძემ - „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის ექიმ-გინეკოლოგმა.

თემები

facebook