მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 11 წელთან დაკავშირებით „მედალფას“ კასპის კლინიკაში  უფასო პედიატრულ გასინჯვებზე მოვიწვიეთ რუსეთ-საქართველოს გამყოფი ზოლის სოფლებში მცხოვრები ბავშვები. პედიატრული გასინჯვის შემდგომ ბავშვები გაერთნენ მოწვეული ანიმატორების საშუალებით.  კასპის კლინიკის მედპერსონალის სრული ჩართულობით პატარებს სასარგებლო და სასიამოვნო დღე მოვუწყვეთ.     უფასო სამედიცინო მომსახურეობა მიიღო სულ 35 ბავშვმა. გასინჯვებს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის  და გამყოფი ზოლის სოფლების გამგეობის წარმომადგენლები.

თემები

facebook