მიმდინარე წლის 9 ნოემბერს „მედალფას“ ბათუმის კლინიკაში „ავერსის კლინიკის“  ექიმებმა ჩაატარეს  უფასო გასინჯვების აქცია ბათუმის მოსახლეობისთვის. ჩამოსული იყო 9 ექიმ-სპეციალისტი, სამედიცინო კონსულტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 200-მდე პაციენტს. იმავე დღეს კლინიკის საკონფერენციო დარბაზში „ავერსის კლინიკის“ პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი ბ-ნი თეიმურაზ გურჯიძე შეხვდა ქ.ბათუმის ქირურგებს, ტრავმატოლოგებს, ანგიოქირურგებს და ჩაატარა სემინარი თემაზე „თანამედროვე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის გამოწვევები“.

თემები

facebook